გაკვეთილის  მთავარი  თემა
მთელი რიცხვების გამრავლება და გაყოფა
სწავლების  საფეხური (კლასი)
VII კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 7(შვიდიბავშვი.აქედან  2(ორგოგონაა  და  5(ხუთი) ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლემ  შესძლოს მთელი რიცხვების გამრავლება და გაყოფა; მთელი რიცხვების გაყოფა;  მიღებული ცოდნის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას;
წინასწარი  ცოდნა
●იცის ერთნაირ ნიშნიანი და სხვადასხვა ნიშნიანი  მთელი რიცხვების შეკრება, გამოკლება.
● მოპირდაპირე რიცხვების შეკრება, გამოკლება.  (მოცემული რიცხვისა და ნულის შეკრება;)

შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(7 წთ.)
მოსწავლეებს  მთელი რიცხვების გამრავლებას ავუხსნი რიცხვითი წრფის გამოყენებით.
-რას  უდრის  -3•4 ანუ 4•(-3) ? ანუ რიცხვითი  წრფის  გამოყენებით გაზარდე -3-ი  4-ჯერ?
-რას უდრის -4•(-3) ?განრიგადობისა და ნულის თვისების გამოყენებით დაადგინეთ აღნიშნული ნამრავლის მნიშვნელობა?
(  -4•(-3+3))=-4•(-3)+(-4)•3=0  )
(7 წთ.)
●ამის შემდეგ დაფაზე დაუწერ მაგალითებს და ვთხოვ ინდივიდუალურად  ამოხსნან საშინაო რვეულებში. რამდენიმე მოსწავლეს ჩამოვაყალიბებინებ  წესს სხვადასხვანიშნიანი და ერთნაირნიშნიანი რიცხვების ნამრავლის  შესახებ.ასევე დავაწერინებ სქემატურად ორი რიცხვის გამრავლებას.
(+)•(+)=(+)     (+)•(-)=(-)      (-)•(+)=(-)           (-)•(-)=(+)
(5 წთ.)
●მოსწავლეებს შევახსენებ რომ გაყოფა გამრავლების შებრუნებული თვისებაა და შემდეგი  მაგალითების გამოყენებით ავუხსნი გაყოფას.მაგალითად
                  6•(-3)=-18   //  -18÷(-3)=6
                  7•(-3)=-21   //  -21÷(-3)=7
                  -7•(-3)=21   //  21÷(-3)=-7
და ასე შემდეგ....
  მოსწავლეებს დაფაზე დაუწერ მაგალითებს და ვთხოვ ინდივიდუალურად  ამოხსნან საშინაო რვეულებში.
ასევე ყურადღებას გავამახვილებინებ იმ ფაქტზე რომ ნულზე გაყოფა არ შეიძლეება. ასევე დავაწერინებ სქემატურად ორი რიცხვის გაყოფას.
(+)÷(+)=(+)      (+)÷(-)=(-)       (-)÷(+)=(-)           (-)÷(-)=(+)
(7 წთ)

ზეპირად კითხვების გამოყენებით კლასს ამოვახსნევინებ 1-9 ამოცანებს. ასევე ზეპირად ინდივიდუალურად ამოვახსნევინებ 16-18 ამოცანებს. (5 წთ.)
●დავყოფ კლასს ორ ჯგუფად და მივცემ 22-ე და 24-ე ამოცანებს და შევთავაზებ რომ ჯგუფებმა ერთმანეთს  ამოსახსნელად შეუდგინონ 24- ე ამოცანის მსგავსი ამოცანა. (7 წთ)
ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით ) და მოსწავლეებს ვაჩვენებ აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას.    (5 წთ.)
მივცემ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(2 წთ)